სამუშაო საათები 10:00-18:00

სიახლეები

მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია  ბუნიათიშვილის დაისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში. 50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ზუბინ მეტას დირიჟორობით  3000 ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.

XIX საუკუნის ფრანგული გრავიურების გამოფენა წინანდალში

 9 მარტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო საგაზაფხულო სეზონი იხნსება. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, გატაცებული იყო მებაღეობით და აღნიშნულ საქმიანობას დიდ ყურადღებას აქცევდა. თანამედროვეები წინანდალს “ედემის ბაღად” მოიხსენიებდნენ.  წინანდლის ბაღი ევროპულ ყაიდაზე დაპროექტებული პირველი ბაღი იყო ამიერკავკასიაში. 1886-87 წლებში წინანდლის ბაღისთვის სპეციალურად მოწვეულ იქნა იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორი, არნოლდ რეგელი. ბაღში მრავალი ადგილობრივი თუ ეგზოტიკური ჯიშის მცენარე იყო გაშენებული. ჭავჭავაძეების  ბიბლიოთეკა სავსე იყო ბოტანიკური ლიტერატურით, რომელიც სამწუხაროდ ხანძრის შედეგად  განადგურდა.გამოფენაზე წარმოდგენილი გრავიურები, XIX საუკუნის ბოტანიკური ენციკლოპედიაშია დართული, როგორც საილუსტრაციო მასალა. გრავიურები ეკუთვნის ფრანგ მხატვარს ავგუსტ ფაგეტს,  (Auguste Faguet) რომელიც ბოტანიკური ნატურალისტური გრავიურებით იყო ცნობილი. ის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ილუსტრატორია.გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30 ნამუშევარი, რომელთაც მაღალმხატვრული ღირებულება გააჩნიათ.   XIX საუკუნის ბოლოს, პარიზში გამოცემული ბოტანიკური ენციკლოპედია, სმითსონის ინსტიტუტის საჩუქარია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რარიტეტული გამოცემა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი სმითსონის ინსტიტუტის პატრონაჟის ქვეშ 2006 წლიდან იმყოფება. 

ფრანგი მხატვრები წინანდალში

პრეს რელიზიწინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიშაბათი, 19 სეტემბერი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, აგრძელებს ტრადიციას და საგამოფენო სეზონს ხსნის გამოფენით „თანამოდროვე ფრანგი  მხატვრები - ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მინო“.ფრანსუა-მარი ანტონიოზი დაიბადა პარიზში 1949 წ, ხატავდა ბავშვობიდან, ის ცნობილი და პატივსაცემი ფრანგული ოჯახიდანაა. მისი მამა, ფრანსუა-ბერნარ ანტონიოზი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა  თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და გავრცელებაში საფრანგეთში კულტურის მინისტრის, ანდრე მალროს გვერდით. მისი დედა, ჟენევიევ დე გოლი-ანტონიოზი, გენერალი დე გოლის ძმიშვილია.ის თავიდან  ანრი ბოდენის, კუბისტი მხატვრის  შემოქმედებით  იყო მოხიბლული. ოჯახშიც უამრავ ხელოვანსა და მწერალს ხვდებოდა. სორბონში ხელოვნების ისტორიის  და აკადემიაში მხატვრობის შესწავლის შემდეგ  1974 წელს იგი კაზა ველასკესის კონკურსის ლაურეატი  და რომში საფრანგეთის აკადემიის კონკურსის ლაურეატი ხდება. ფრანსუა-მარი ანტონიოზი მოღვაწეობს პარიზში. მინო საკუთარი სამუშაოს უდიდეს ნაწილს საჯარო ადგილებში მომუმენტალური ნამუშევრების რეალიზაციას უთმობს: კულტურის სამინისტროს შესავლელი ჰოლი, ფილოლოგიის ეროვნული ცენტრის შესავლელი ჰოლი და მისაღები დარბაზი, რეილის ქუჩის კედელი, ის ადგილებია, რომლებიც მისი სკულპტურით არის გაფორმებული. მისი ძირითადი საქმიანობა მხატვრობის არქიტექტურაში შერწყმაა. ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მირო  თავისი შემოქმედებით, ფრანგული კულტურის საინტერესო ნიშას ქმნის. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები.გამოფენასთან დაკავშირებით,  ორკესტრი "Georgian Sinfonietta" ერთსაათიან კონცერტს გამართავს. ორკესტრს უხელმძღვანელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაროკოს მუსიკის მცოდნე, გერმანელი მევიოლინე კრისტოფ მეიერი. შესრულდება ფრანგული ბაროკოს მუსიკის და სხვადასხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. გამოფენის ორგანიზატორია კომპანიები „სილქროუდ ჯგუფი“ და „სილქნეტი“. გამოფენის პარტნიორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში.გამოფენის გახსნა: 14:00კონცერტის დასაწყისი: 16:00         

მუზეუმის გახსნა - კლასიკური მუსიკის კონცერტი „კრემერატა ბალტიკა“ სოლისტი და დირიჟორი გირონ კრემერი

2008 წლის 8 ოქტომბერს ერთწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი განახლებული სახით გაიხსნა. მუზეუმის პირველი სართული საბჭოთა ნალესობისაგან გაიწმინდა და შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული პერიოდის სასახლის ფრაგმენტების ნახვა. განახლებული მუზეუმის გახსნას ფართო საზოგადოება დაესწრო. გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“.