სამუშაო საათები 10:00-18:00

მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.

14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია  ბუნიათიშვილის დაისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში. 50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ზუბინ მეტას დირიჟორობით  3000 ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.