სამუშაო საათები 10:00-18:00

სასტუმრო

წინანდლის სასტუმრო სახლი

 

სულ ერთია, მივლინებაში ხართ, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ისვენებთ თუ უბრალოდ რამდენიმე დღით სხვა სამყაროში აღმოჩენა გსურთ - წინანდლის სასტუმრო სახლი იდეალური ადგილია მათთვის, ვინც სილამაზესა და სიმშვიდეს ესწრაფვის.

წინანდლის სასტუმრო სახლი განთავსებულია წინანდლის პარკში თავად ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. ორი მცირე შენობისგან შემდგარი სასტუმრო სტილისტურად გვიანი შუა საუკუნეების კახეთის არქიტექტურას წააგავს. სასტუმროს გარს აკრავს გამოჩენილი პეტერგურგელი ლანდშაფტის არქიტექტორის არნოლდ რეგელის (1856-1917) მიერ დაპროექტებული პარკი. ეს ტრადიციული ევროპული სტილით შექმნილი პირველი პარკია საქართველოში. წინანდლის მამული მასზე განთავსებულ სასტუმროსთან ერთად ერთიანი ისტორიული კომპლექსია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

სასტუმრო სახლის კიდევ ერთ უნიკალურობას წარმოადგენს პირველ სართულზე განლაგებული დარბაზული სასადილო ოთახის ინტერიერი, გამორჩეული 4 ტონიანი ჭაღით. მისი ავტორი საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ცნობილი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელია. სასტუმროს ასევე აქვს დარბაზი მცირე კონფერენციებისა თუ ტრადიუციული ქართული ნადიმისთვის. 

საცხოვრებელ კომპლექსის ოცდაერთ ოთახში სტუმრებს სასიამოვნო დასვენება და კახეთის მშვიდი, მშვენიერი ბუნებით ტკბობა ელით. სადა, თანამედროვე ავეჯით გაწყობილ თითოეულ ნომერს ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი და სტანდარტული მოწყობილობები აქვს: კონდიციონერი, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი, საკაბელო ტელევიზიის სრული პაკეტი და აივანი, რომელიც ბაღს გადაჰყურებს.

სასტუმროში დამსვენებლები ტრადიციული კახური კერძებითა და ადგილობრივი დელიკატესით - წინანდლის მამულის ღვინით ისიამოვნებენ.

წინანდლის სასტუმრო სახლი ღიაა მთელი წლის მანძილზე.

გელით წინანდალში!

 Booking.com

www.hoteltsinandali.ge

 

ღონისძიებები