სამუშაო საათები 10:00-19:00

მუზეუმის გახსნა - კლასიკური მუსიკის კონცერტი „კრემერატა ბალტიკა“ სოლისტი და დირიჟორი გირონ კრემერი

2008 წლის 8 ოქტომბერს ერთწლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი განახლებული სახით გაიხსნა. მუზეუმის პირველი სართული საბჭოთა ნალესობისაგან გაიწმინდა და შესაძლებელი გახდა ალექსანდრესეული პერიოდის სასახლის ფრაგმენტების ნახვა. 

განახლებული მუზეუმის გახსნას ფართო საზოგადოება დაესწრო. გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“.