სამუშაო საათები 10:00-18:00

ფრანგი მხატვრები წინანდალში

პრეს რელიზი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

შაბათი, 19 სეტემბერი

 

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, აგრძელებს ტრადიციას და საგამოფენო სეზონს ხსნის გამოფენით „თანამოდროვე ფრანგი  მხატვრები - ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მინო“.

ფრანსუა-მარი ანტონიოზი დაიბადა პარიზში 1949 წ, ხატავდა ბავშვობიდან, ის ცნობილი და პატივსაცემი ფრანგული ოჯახიდანაა. მისი მამა, ფრანსუა-ბერნარ ანტონიოზი, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა  თანამედროვე ხელოვნების განვითარებასა და გავრცელებაში საფრანგეთში კულტურის მინისტრის, ანდრე მალროს გვერდით. მისი დედა, ჟენევიევ დე გოლი-ანტონიოზი, გენერალი დე გოლის ძმიშვილია.

ის თავიდან  ანრი ბოდენის, კუბისტი მხატვრის  შემოქმედებით  იყო მოხიბლული. ოჯახშიც უამრავ ხელოვანსა და მწერალს ხვდებოდა. სორბონში ხელოვნების ისტორიის  და აკადემიაში მხატვრობის შესწავლის შემდეგ  1974 წელს იგი კაზა ველასკესის კონკურსის ლაურეატი  და რომში საფრანგეთის აკადემიის კონკურსის ლაურეატი ხდება. ფრანსუა-მარი ანტონიოზი მოღვაწეობს პარიზში.

 

მინო საკუთარი სამუშაოს უდიდეს ნაწილს საჯარო ადგილებში მომუმენტალური ნამუშევრების რეალიზაციას უთმობს: კულტურის სამინისტროს შესავლელი ჰოლი, ფილოლოგიის ეროვნული ცენტრის შესავლელი ჰოლი და მისაღები დარბაზი, რეილის ქუჩის კედელი, ის ადგილებია, რომლებიც მისი სკულპტურით არის გაფორმებული. მისი ძირითადი საქმიანობა მხატვრობის არქიტექტურაში შერწყმაა.

 

ფრანსუა-მარი ანტონიოზი და მირო  თავისი შემოქმედებით, ფრანგული კულტურის საინტერესო ნიშას ქმნის. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები, ასევე მცირე ზომის ქანდაკებები და რელიეფები.

გამოფენასთან დაკავშირებით,  ორკესტრი "Georgian Sinfonietta" ერთსაათიან კონცერტს გამართავს. ორკესტრს უხელმძღვანელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბაროკოს მუსიკის მცოდნე, გერმანელი მევიოლინე კრისტოფ მეიერი. შესრულდება ფრანგული ბაროკოს მუსიკის და სხვადასხვა ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

 

გამოფენის ორგანიზატორია კომპანიები „სილქროუდ ჯგუფი“ და „სილქნეტი“. გამოფენის პარტნიორია საფრანგეთის საელჩო საქართველოში.

გამოფენის გახსნა: 14:00

კონცერტის დასაწყისი: 16:00