სამუშაო საათები 10:00-18:00

საზეიმო მიღება “გაამწვანე საქართველო” ჯოშუა ბელის კონცერტი

საზეიმო მიღება “გაამწვანე საქართველო” ჯოშუა ბელის კონცერტი

კლასიკური მუსიკის ვარსკლავის, მევიოლინე ჯოშუა ბელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. კონცერტის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობადობის ამაღლება იყო.

„Green Georgia on My Mind” - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდნენ კონცერტზე მოწვეული სტუმრები, მათ შორის: ამერიკელი გენერალი უესლი კლარკი (NATO-ს ჯარების სარდალი 1997-2000 წლებში), ფრედ გოლდრინგი - პრეზიდენტ ობამას მრჩეველი კულტურის საკითხებში, იოჰან ერნს ნილსონი - ცნობილი შვედი მეცნიერი და სხვები. კონცერტს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ესწრებოდა.

საღამოზე ასევე შედგა გენერალ უესლი კლარკის უახლესი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც „სილქროუდ ჯგუფის“ ხელშეწყობით რამდენიმე თვეში ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.