სამუშაო საათები 10:00-18:00

“ღვინო და ხელოვნება”; ალექსანდრე ჭავჭავაძის 230-ე იუბილე. ლიზა ბათიაშვილი, მილანა ჩერნავსკა,ნიკოლოზ რაჭველი

“ღვინო და ხელოვნება”; ალექსანდრე ჭავჭავაძის 230-ე იუბილე. ლიზა ბათიაშვილი, მილანა ჩერნავსკა,ნიკოლოზ რაჭველი

3 სექტემბერს თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის 230-ე საიუბილეო წლის აღსაღნიშნად, წინანდლის სახლ-მუზეუმში, აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. ასევე გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება "სილქროუდ ჯგუფსა" და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის საფუძველზე წინანდლში სასტუმრო "რადისონის" მშენებლობა განახლდება. სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი: მევიოლინე - ლიზა ბათიაშვილი, ფორტეპიანო - მილანა ჩერნავსკა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი.
ასევე, გაიხსნა წინანდლის მუზეუმისა და იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა, რომელიც წინანდლის საგამოფენო სივრცეში 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.