სამუშაო საათები 10:00-19:00

მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

თარიღი 10 Sep 2017
ადგილი:
მუზეუმი

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.

14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია  ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში. 50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ზუბინ მეტას დირიჟორობით  3000 ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.

Event link facebook

Other Events

10 Sep

მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია  ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში. 50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა ზუბინ მეტას დირიჟორობით  3000 ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.

03 Sep

თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის 230-ე იუბილე

3 სექტემბერი წინდანლის სახლ-მუზეუმი 17:00თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 230-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად 3 სექტემბერს წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება. თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი წესით ღვინის დაყენება.პირველად ქართული ღვინო ბოთლში წინანდალში ჩამოისხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ მეღვინეობას. 200 წლის შემდეგ ისტორიული ვენახები აღდგა და წელს წინანდლის მამულის ღვინოები ქართულ და მსოფლიო ბაზარს უბრუნდება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის სამი სახეობის ღვინო: საფერავი 2014, წინანდალი 2015 და ქვევრი 2015. სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებით.ასევე, გაიხსნება იტალიის საელჩოს და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა. ასევე 3 სექტემბერს წინანდალში გაფორმდება შეთანხმება სილქ როუდ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდი წინანდლის რადისონის მშენებლობის დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან ხელოვნების სფეროს წარმოადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.