Working hours 10:00 - 18:00

თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის 230-ე იუბილე

Date 03 Sep 2016
Location:
მუზეუმი

3 სექტემბერი წინდანლის სახლ-მუზეუმი 17:00

თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის დაბადებიდან 230-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავად 3 სექტემბერს წინანდლის სახლ-მუზეუმში აღდგენილი მამულის ღვინოების პრეზენტაცია გაიმართება. თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ თითქმის ორი საუკუნის წინ დაიწყო საქართველოში მანამდე უცნობი წესით ღვინის დაყენება.

პირველად ქართული ღვინო ბოთლში წინანდალში ჩამოისხა, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ მეღვინეობას. 200 წლის შემდეგ ისტორიული ვენახები აღდგა და წელს წინანდლის მამულის ღვინოები ქართულ და მსოფლიო ბაზარს უბრუნდება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამულის სამი სახეობის ღვინო: საფერავი 2014, წინანდალი 2015 და ქვევრი 2015. სპეციალურად ამ ისტორიული დღისთვის წინანდლის ბაღში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილის, პიანისტ მილანა ჩერნავსკას, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და ნიკოლოზ რაჭველის შესრულებით.

ასევე, გაიხსნება იტალიის საელჩოს და წინანდლის მუზეუმის მიერ ორგანიზებული იტალიური დიზაინის მუხის კასრების უნიკალური ნაკეთობების გამოფენა. ასევე 3 სექტემბერს წინანდალში გაფორმდება შეთანხმება სილქ როუდ ჯგუფსა და საპარტნიორო ფონდს შორის, რომლის თანახმადაც საპარტნიორო ფონდი წინანდლის რადისონის მშენებლობის დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან ხელოვნების სფეროს წარმოადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბიზნესმენები.

Event link facebook

Other Events

10 Sep

Maestro Zubin Mehta arrived in Tbilisi

The Silk Road Group is hosting the legendary conductor, the art director of the Israel Philharmonic Orchestra, Maestro Zubin Mehta.On September Khatia BuniatiShvili and Israel Philharmonic Orchestra conducted by Maestro Mehta will perform at the new 1000-seat amphitheater of the Tsinandali Estate. This performance will mark start of preparations for the Tsinandali international festival of classical music, that will be taking place in Tsinandali from 2019. The Israel Philharmonic Orchestra conducted by maestro Mehta gave over three thousand concerts over five decades, including tours spanning most continents and now will play in Georgia for the first time.