Working hours 10:00 - 18:00

XIX საუკუნის ფრანგული გრავიურების გამოფენა წინანდალში


 

9 მარტს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგამოფენო საგაზაფხულო სეზონი იხნსება. 

როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, გატაცებული იყო მებაღეობით და აღნიშნულ საქმიანობას დიდ ყურადღებას აქცევდა. თანამედროვეები წინანდალს “ედემის ბაღად” მოიხსენიებდნენ.  წინანდლის ბაღი ევროპულ ყაიდაზე დაპროექტებული პირველი ბაღი იყო ამიერკავკასიაში. 1886-87 წლებში წინანდლის ბაღისთვის სპეციალურად მოწვეულ იქნა იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი ლანდშაფტის არქიტექტორი, არნოლდ რეგელი. ბაღში მრავალი ადგილობრივი თუ ეგზოტიკური ჯიშის მცენარე იყო გაშენებული. ჭავჭავაძეების  ბიბლიოთეკა სავსე იყო ბოტანიკური ლიტერატურით, რომელიც სამწუხაროდ ხანძრის შედეგად  განადგურდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი გრავიურები, XIX საუკუნის ბოტანიკური ენციკლოპედიაშია დართული, როგორც საილუსტრაციო მასალა. გრავიურები ეკუთვნის ფრანგ მხატვარს ავგუსტ ფაგეტს,  (Auguste Faguet) რომელიც ბოტანიკური ნატურალისტური გრავიურებით იყო ცნობილი. ის არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის ილუსტრატორია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30 ნამუშევარი, რომელთაც მაღალმხატვრული ღირებულება გააჩნიათ.   

XIX საუკუნის ბოლოს, პარიზში გამოცემული ბოტანიკური ენციკლოპედია, სმითსონის ინსტიტუტის საჩუქარია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც რარიტეტული გამოცემა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და უნიკალური ბოტანიკური ბაღი სმითსონის ინსტიტუტის პატრონაჟის ქვეშ 2006 წლიდან იმყოფება.