სამუშაო საათები 10:00 - 19:00 under construction

ისტორია

წინანდლის მამული არის ადგილი სადაც დაიბადა კლასიკური ქართული მეღვინეობა. პირველად აქ აღმოჩნდა ბოთლში ქართული ღვინო. 1841 წლის მოსავლის საფერავი და მეცხრამეტე საუკუნის სხვა ისტორიული ვინტაჟები დღესაც ინახება წინანდლის ენოთეკაში.აქ დაცულია წინანდალი, საფერავი, შატო ლაფიტი, შატო იკემი და სხვა მეცხრამეტე საუკუნის ლეგენდები. კოლექცია იწყება 1814 წლით.

ალექსანდრე ჭავჭავაძის დროს წინანდლის მამული ერთის მხრივ აგრძელებდა მეღვინეობის რვაათასწლოვან ტრადიციას და მეორეს მხრივ თანამედროვემიდგომისახალ სტანდარტს ქმნიდა. დღეს ეს ტრადიცია გრძელდება და აქ თანაარსებობს ევროპული კლასიკა და ქვევრის მეღვინეობა. ვენახის ნაწილი დაეთმო ორგანულ ღვინოს, რომელსაც ჩვენშიც სულ მეტი მიმდევარი ყავს.

ვენახში 11 მხოლოდ ქართული ჯიშის ვაზია. უნიკალური ვენახი შემოსაზღვრულია ორი ხევით და ტყით და განცალკევებულ ტერიტორიას ქმნის. ის რასაც მეღვინეობაში ტერუარი ქვია, აქ მართლაც განსაკუთრებულია.

ყველაფერი, რასაც წინანდლის მამული ღვინის შესაქმნელად იყენებს ექსკლუზიურად წინანდლისთვის არის წარმოებული. ჭაჭის სახდელი დანადგარი უზრუნველყოფს არომატისა და სისუფთავის იმ ბალანსს რომელიც აუცილებელია ნამდვილი ჭაჭის შექმნისთვის.

ალექსანდრე ჭავჭავაძე 1786 წელს, 230 წლის წინ დაიბადა. მისი დაწყებული საქმე მთელი თანამედროვე ქართული მეღვინეობაა, მაგრამ აქ, წინანდალში ეს უფრო მკვეთრად იგრძნობა და დღეს წინანდლის მამული კვლავაც გთავაზობთ საუკეთესო ღვინოს.

ღონისძიებები